რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს დრიფტისა და დრაგის ფედერაციის ორგანიზებით, ფედერაციის თასის პირველი ეტაპი "დრაგ რეისინგში" გაიმართა. შეჯიბრში 50-მდე მოყვარულმა და პროფესიონალმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. ავტომობილები ტურნირში 8 კლასის მიხედვით გამოვიდნენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით, თასებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ნახეთ ვიდეო.