მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-12-23 23:04:22

24-25 დეკემბერს დასავლეთ, ხოლო 24-26  დეკემბერს  აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში  მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -4 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 24 დეკემბერი +6°C, 25 დეკემბერი +6°C, 26 დეკემბერი +7°C, 27 დეკემბერი +10°C.