ნიკოლოზ ბეგაძე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

2017-06-17 20:59:12

უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კრივში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო რუსთაველმა მოკრივე ნიკოლოზ ბეგაძემ. პირველ ბრძოლაში ძლიერი მეტოქე ალბანელი Emilkan Khediku დაამარცხა. ოქროს მედლისთვის მან კიდევ 4 ბრძოლა უნდა მოიგოს. შეგახსენებთ რომ ნიკოლოზ ბეგაძე ასაკით უფროს მოკრივეებს ხვდება.

22 წლამდელთა ევროპის ვიცე პრიზიორი ლაშა გურული კი სამწუხაროდ პირველივე ბრძოლაში გამოეთიშა ასპარეზობას, ის გერმანელ მოკრივეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.