რუსთავში მოდებაძის ქუჩაზე გარე განათების ქსელი კეთდება. კერძოდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოძები და ახალი ნათურები დამონტაჟდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. მოდებაძეზე გარე განათების ქსელის მოწყობა, სავარაუდოდ, ორ თვეში დასრულდება. ქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული სამუშაოებისთვის 40 000 ლარამდე თანხაა გამოყოფილი.