ბაღებში ჩარიცხულთა სიები ცნობილია

2017-06-17 15:36:37

Rustavikids.ge-ზე   დაიდო პირველადი სარეზერვო სიები, ბაღებში ჩარიცხულთა და მომლოდინეთა რიგის მიხედვით. მშობლებს შეუძლიათ ბავშვის ჩარიცსხვის შესახებ ინფორმაცია საიტზე პირადი ნომრის საშუალებით გადაამოწმონ.
  როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, ამ დროისთვის ყველა ადგილი შევსებულია. „სასწავლო პროცსესი 18 სექტემბერს განახლდება და ამის მერე გამოჩნდება დაემატება თუ არა ადგილები. იმ შემთხვევაში თუ ადგილები დაემატება, მაშინ მშობლებმა შესაბამისი განცხადების საფუძველზე უნდა მოგვმართონ, რის შემდეგაც სპეციალური კომისია  სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ჩარიცხვის შესახებ. ასევე ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში ბაღებში ჩაირიცხებიან მოლოდინის სიაში მყოფი ბავშვებიც რიგის ნომრის მიხედვით“.

 შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბაღებში სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს დაიწყება. ჩარიცხული ბავშვების მშობლებმა ან მეურვეებმა 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
2. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (იუსტიციის სახლის) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
3. ჯანმრთელობის ცნობა.
4. 2 ფოტო სურათი (3X4)

იმ შემთხვევაში თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იქნება სრულყოფილი ვერ მოხდება ბავშვის იდენტიფიცირება სწორად, რაც იმას ნიშნავს რომ ბავში ავტომატურად გაირიცხება ფილიალიდან.