2017 წლის ქალაქის საწყისი ბიუჯეტი 36 000 000 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მერის განმარტებით ძირითადად თანხები ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური საკითხების განხორციელებაზე გადანაწილდება. დავით ჯიქიას ვარაუდით შესაძლოა ბიუჯეტის გაზრდა ეტაპობრივად კიდევ 10 000 000 ლარით მოხდეს. ასევე იგეგმება გარკვეული პროექტების დაფინანსება „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან“. ფონდში 12 621 892 ლარის ღირებულების პროექტები უკვე გადაგზავნილია.
ქალაქის ბიუჯეტი ძირითადად შემდეგი მიმართულებით დაიხარჯება:
ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 13 500 000
სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა 6 100 000
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 5 840 000
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 2 800 000
შრომის ანაზღაურება 4 364 000