რუსთავში კოვიდ19-ით 3 კაცი გარდაიცვალა

2020-12-22 00:02:03

რუსთავში ბოლო 2 დღეში კორონავრუსს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სამივე გარდაცვლილი 70 წლამდე მამაკაცია.

ისინი მკურნალობას ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ კოვიდმიმღებ ცენტრში გადიოდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა, სამივე ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები