ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ტურნირი

2017-06-17 14:11:48

რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრის ორგანიზებით პეტრე ჯაოშვილის სახელობის ქვემო ქართლის ღია რეგიონალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 2005-2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები 14 წონით კატეგორიაში იღებდნენ.


შეგახსენებთ რომ პეტრე ჯიოშვილი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, ღირსების ორდენის კავალერი, ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 1961 წლის ჩემპიონია.