სუიციდის მცდელობა (ვიდეო)

2017-06-17 11:28:59

დაახლოებით 10 საათზე, მესხიშვილის ქუჩაზე 65 წლის მამაკაცი მე-5 სართულიდან გადმოხტა. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ავადმყოფობდა. მეხუთე სართულიდან მამაკაცი პირველი სართულზე არსებული კომერციული ობიექტის სახურავზე დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პირველადი დათვალიერებით გაირკვა რომ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვა არ მიუღია. ნახეთ ვიდეო.