ქუჩებში სანიაღვრე ჭები იწმინდება

2017-06-15 17:59:21

ქალაქის ქუჩებში სანიაღვრე ჭების გაწმენდა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ააიპ უზრუნველყოფის სამსახური სამუშაოებს, ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარედ ახორციელებს. ჭები იწმინდება, უხვი ნალექის შედეგად დაგროვილი შლამისა და ხის ტოტებისგან. სამუშაოების განხორციელება, ქალაქის მასშტაბით იგეგმება.