სამეგრელოში, ჭითაწყართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედაა.
როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას ან ექსპლუატაციის დარღვევას ნიშნავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.