ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა (ფოტოები)

2017-06-15 00:02:58

რუსთავში დღის მეორე ნახევარში ამინდის გაუარესებამ და ძლიერმა წვიმამ ქუჩების დატბორვა გამოიწვია. ამ დროისთვის ინტენსიური წვიმის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორილია, მათ შორის ფალიაშვილის, ცურტაველის, მესხიშვილის ქუჩები, ასევე მეგობრობის გამზირის ნაწილი და მე–12 მიკრირაიონის გარკვეული ტერიტორია, ასევე მე–16 მიკრორაიონი. მოსახლეობის ინფორმაციით, წყალი ჩადის სადარბაზოებსა და საცხოვრებელი კორპუსების სახურავებშიც. ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო.

შეგახსენებთ, სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით ძლიერი წვიმა ელჭექით, ზოგან კი სეტყვაა მოსალოდნელი.