საფრთხის შემცველი ლიფტი.

2016-10-18 19:51:26

XX მიკრო-რაიონის #17 ბინაში რამდენიმე წელია ლიფტი გაუმართავ მდგომარეობაში მუშაობს. აღნიშნული პრობლემით „ინფო რუსთავს“ კორპუსის თავმჯდომარემ, ია შატბერაშვილმა მიმართა. მისი, განცხადებით ლიფტი ხშირად გამოდის წყობიდან და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ლიფტის ხარისხიანად გაკეთების მოთხოვნით მან კერძო კომპანიის გარდა, მერიის სამსახურსაც მიმართა, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ აქუბარდია კი აცხადებს, რომ - „ლიფტების მოვლა-პატრონობა არ არის მერიის პრეროგატივა, ეს ლიფტები, როცა შეკეთდა მაშინვე იყო ასეთი გადაწყვეტილება, რომ გადაეცათ კორპუსის ამხანაგობებს. ზოგს აქვს ხელშეკრულება გაფორმებული გარკვეულ კერძო კომპანიებთან და ეგ უკვე მათი საქმეა, ზოგს არ აქვს ეს ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ეს ლიფტები არის უკვე ამხანაგობის. ეს ლიფტები სახელმწიფომ თავის დროზე შეაკეთა და ჩააბარა მოსახლეობას.“ გარდა ამისა, აქუბარდიას თქმით მერიაში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური განცხადებით არავის მოუმართავს. „ინფო რუსთავი“ კერძო კომპანია „ლანთან“ დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.