ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღებში 2017-18 სასწავლო წლისათვის 2-3 და 3-4 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 16 ივნისს, საიტზე rustavikids.ge.
12:00 საათზე დაიწყება 2-3 წლის ასაკის რეგისტრაცია. (დაბადებული 16.09.2014 წ-დან - 15.09.2015 წლის ჩათვლით)
13:00 საათზე დაიწყება 3-4 წლის ასაკის ბავშვთა რეგისტრაცია (დაბადებული 16.09.2013 წ-დან - 15.09.2014 წლის ჩათვლით)
რეგისტრაციის გარეშე ჩაირიცხებიან :
1. მრავალშვილიანი (4 და მეტი ბავშვი) ოჯახის შვილები. მშობლებმა უნა წარმოადგინონ შვილების დაბადების მოწმობის ასლები და დედის პირადობის მოწმობის ასლი.
2. მეოთხე შილზე ორსული დედის შვილები (საჭიროა ორსულობის დამადასტურებელი ცნობა)
3. ობოლი ბავშვები (მოწმობა მშობლის გარდაცვალების შესახებ)
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 12.06.2017წ
რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის ჭყონდიდელის (ე.წ ინტერნატების დასახლებაში) რეგისტრირებული პრებისთვის.მათთვის საბუთების მიღება იწარმოებს N41-ე ფილიალში 19 ივნისიდან.
ნახეთ ფოტო, რომელ ბაღში რამდენი ადგილია: