რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხმაური იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
ზედამხედველობის წარმომადგენლებმა იმ პირებს, რომლებიც საკვებ პროდუქტებს არ ყიდიან, გაფრხილება მისცეს, რომ ვაჭრობა შეეწყვიტათ.
გარემოვაჭრეების თქმით, ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მისი აკრძალვით ლუკმა-პურის გარეშე დარჩებიან.
მათი მოთხოვნაა, რომ ან ვაჭრობის უფლება მისცენ, ან ფულადი დახმარება აღმოუჩინონ.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო გარევაჭრობა აკრძალულია და ისინი ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პირებს დააჯარიმებენ.
"კოვიდთან დაკაშირებით წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა, აქედან გამომდინარე ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ ზედამხედველობას და მსგავს დარღვევებზე ვახდენთ რეაგირებას. გარემოვაჭრეები აქამდეც ვაჭრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობაც აკრძალულია მათ სოციალურ მდგომარეობას ვითვალისწინებდით და ყველანაირად ვცდილობდით, რომ ხელი შეგვეწყო და შევსულიყავით მათ მდგომარეობაში. ახლა უკვე ისინი მათი აქ ყოფნით სხვის ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს, არათუ მხოლოდ თავისას, აქედან გამომდინარე დღეს ყველა გავაფრთხილებს და ხვალიდან სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა.
გარემოვაჭრეების თქმით, ისინი დახლების აღებას არ აპირებენ და პროტესტს გააგრძელებენ.