პირველი და ნებისმიერი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ადამიანები კოვიდ19-ით ინფიცირების დაბალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.
ამის შესახებ გამოცემა Reusters-მა დაწერა.
კანადაში 225 556 იფიცირებულს შორის პირველი და რეზუს უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონეებში, მე-2, მე-3 და მე-4-ისგან განსხვავებით, 12%-ით დაბალია რისკი, რომ მათ კოვიდ19 გაურთულდეთ და 13%-ით ნაკლებია გარდაცვალების რისკი.
განსაკუთრებით დაცულები არიან პირველი ჯგუფის რეზუსს უარყოფითი სისხლის მქონე პირები.
როგორც კვლევის ავტორმა, წმინდა მაიკლის კლინიკის ექიმმა ჯოელ რეიმ, როიტერს განუცხადა, პირველი ჯგუფის სისხლისა და უარყოფითი რეზუსის მქონე პირები, შესაძლოა, რაიმე სახის ანტისხეულს გამოიმუშავებენ, რომელიც ახალ ვირუსს ცნობს.
მეცნიერის თქმით, შემდეგი ეტაპია იპოვონ ეს ანტისხეული და გამოიკვლიონ, როგორ მუშაობს ის.