რუსთავის მუნიციპალიტეტმა ავარიული აივნისა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ავარიული აივნების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე: ფალიაშვილის ქუჩის #4-22, ფალიაშვილის ქუჩის #3-97, მეგობრობის გამზირის #10 და კონსტიტუციის ქუჩის #24-40-ში იგეგმება. აივნებისთვის საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 10.701 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
აივნების რეაბილიტაცია მათი ავარიულობის ხარისხის გამო ხორციელდება. თვითმმართველობაში აღნიშნავენ რომ აივნების არსებული მდგომარება საფრთხეს უქმნის არა მარტო ბინის მაცხოვრებლებს არამედ მათ მეზობლებსაც.