მდინარე ვერეს ხეობაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე არსებულ მილს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი მდინარე ვერეს ხეობაში გადავარდა. ავტომობილში 4 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.