დაზიანებული შუქნიშნები ქუჩებში

2017-06-12 19:31:12

მოსახლეობა დაზიანებული შუქნიშნების შეკეთებას ითხოვს. ქვეითად მოსიარულეები, „ინფო რუსთავს“ შარტავას ქუჩაზე არსებული შუქნიშნის ღილაკის შეკეთების თხოვნით, არაერთხელ დაუკავშირდნენ.

მძღოლები საუბრობენ, მშენებელთა და ბოსტანქალაქის ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშანზეც, მათი თქმით შუქნიშანი რამდენიმე კვირაა არ ფუნქციონირებს.

მეგობრობისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე არსებულ შუქნიშნებზე კი ყვითელი ფერი, რამდენიმე წამის განმავლობაში ერთდროულად ირთვება, რაც მძღოლების განმარტების, არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გამხდარა.

მოსახლეობა „ინფო რუსთავს“ უკავშირდება სხვადსხვა მისამართებზე არსებული დაზიანებული შუქნიშნების თაობაზეც. მათი თქმით შუქნიშნის ბოძები, ძლიერი ქარისა და წვიმების შედეგად არის დაზიანებული.