მძლეოსნობაში შეჯიბრი (ფოტოები)

2017-06-11 12:31:07

"იაღლუჯის ქედზე, 1600 მეტრიან დისტანციაზე მძლეოსნობაში შეჯიბრება გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან და ბაქოდან 50 მძლეოსანი მონაწილეობდა. ღონისძიება რუსთავის მერიის, ფასანაურის საჯომარდო კლუბის, ფიტნეს კლუბების GYM-R, Razmadze Gym, კვადრო ტურების ლისზე და მაღაზია „კომპრესპორტის“ მხარდაჭერით გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისელმა მძლეოსანმა, საბა ოდიკაძემ გაიმარჯვა. ღონისძიების ორგანიზატორის, გიგა ძულიაშვილის განცხადებით, შეჯიბრების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა."