ქუჩების დასუფთავება

2017-06-11 12:03:42

ქუჩების დასიფთავების სამუშაოები დილიდან დაიწყო. გუშინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ქუჩები დაიტბორა, გზის სავალი ნაწილი კი მოტეხილი ტოტების, გირჩების და ფოთლებით იყო დანაგვიანებული. ამ მომენტისთვის ქალაქის "დასუფთავების" სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თავდაპირველად ხდება ცენტრალური ქუჩების გაწმენდა, მოგვიანებით კი სამუშაოები შიდა უბნებშიც განხორციელდება.