ქუჩის რეაბილიტაციის დასაწყებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს

2017-06-07 18:52:03

შესაძლოა წელს მშვიდობის ქუჩაზე რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდეს. ქალაქის მერის დავით ჯიქიას განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები „ბიპი“-სთან უკვე მიმდინარეობს.“ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები „ბიპი“ სთან. მშვიდობის ქუჩაზე, აქტიურად მოძრაობს „ბიპის“ მანქანებიც და ვფიქრობთ რომ ერთიანი ძალებით რამე მოვიფიქროთ“ . იგეგმება გაგარინის ქუჩის რეაბილიტაციაც. ჯიქიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროცესი წელს არ დაიწყება, გაგარინის ქუჩის რეაბილიტაციისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.