2017-06-07 11:17:47
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 30 ივნის დასრულდება. სასწავლო წლის დასრულებამდე, ბაღების ყველა ფილიალში, თავისუფალი დასწრება მოქმედებს. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, თავისუფალი დასწრება ბაღებში 1 ივნისიდან გამოცხადდა. თვის ბოლომდე გაცდენილი საათები აღსაზრდელებს საპატიოდ ჩაეთვლებათ.