2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული

2020-10-30 11:24:33

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.

ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 დაშავდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხდეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.