ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2020-10-30 01:33:03

ავტოსაგზაო შემთხვევას გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ხუთი ადამიანი.

თერთმეტი დაშავებული გორმედის კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

წინასწარი ინფორმაციით, მიკროავტობუსი თბილისიდან ზუგდიდში მიდიოდა, მგზავრები კი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.