56 წლის ქალს ხობში მატარებელი დაეჯახა.
ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა და მატარებლის ხმა ვერ გაიგო.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.