საქართველოში კოვიდ19-ით 15 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-28 11:26:05

კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე განახლდა ინფორმაცია.

გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით: თბილისი - 4, აჭარაში - 7, იმერეთში - 4.

ამ დროისთვის კოვიდ19-ით დაღუპულთა რიცხვი 253-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1731-ით გაიზარდა და 33 858 დადასტურებული შემთხვევა.