საქართველოში კოვიდ19-ით 23 პაციენტი გარდაიცვალა

2020-10-27 11:47:40

კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე განახლდა ინფორმაცია.

გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით:

თბილისი - 9, აჭარაში - 8, იმერეთში - 2, შიდა ქართლში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 2.

ამ დროისთვის კოვიდ19-ით დაღუპულთა რიცხვი 238-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32 127 დადასტურებული შემთხვევა.