კორონავირუსის ახალი შემთხვევები გარდაბანში

2020-10-26 13:43:50

ბოლო 24 საათში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვემო ქართლის მასშტაბით კი ინფიცირების 89 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც „ინფო რუსთავს“ გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა გოგოლაძემ განუცხადა, ყველა პაციენტი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

გოგოლაძის ცნობით, მეორე ტალღის პერიოდში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 190 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 12 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

გარდაბანში, თვითიზოლაციაში 300-ზე მეტი პირი რჩება.