კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

2020-10-26 10:57:03

თბილისში, კლინიკა "ჯერარსში" კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. როგორც კლინიკა "ჯერარსში" აცხადებენ, ის თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს, უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

მედიკოსს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმართავი გახადა.