ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ხიმშიაშვილების ოჯახს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახიდან ოქრო და სეიფის გასაღებია წაღებული.
როგორც დაზარალებული ოჯახი აცხადებს, მძარცველი საცხოვრებელ სახლში დილით ფანჯრიდან შევიდა, ინციდენტის დროს სახლის მეპატრონემ მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მძარცველმა 51 წლის მამაკაცს თავის არეში დაზიანება მიაყენა.დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს თავისა და სახის არეში აქვს დაზიანება მიღებული და ყველა შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა. დაშავებული ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.