რუსთავში დისტანციური სწავლების მეთოდზე კიდევ ერთი, მე-12 საჯარო სკოლა გადავიდა. მიზეზი 2 მასწავლებლის დაინფიცირება გახდა.
როგორც სკოლის დირექტორმა მარინა ბულიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სკოლიდან თვითიზოლაციის რეჟიმში 400-მდე მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი იმყოფება.
მარინა ბულიას ინფორმაციით, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეები საკლასო ოთახებს 26 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ, დისტანციური სწავლების რეჟიმზეა რუსთავის მე-14 საჯარო სკოლაც.