დაზიანებული გარე განათების სისტემა.

2016-10-18 18:12:59

ბათუმის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე, გარე განათების სისტემა არ მუშაობს. აღნიშნული პრობლემით „ინფო რუსთავს“ გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელი დაუკავშირდა. მისი თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა ღამით ქუჩაში ელექტრო ენერგია გამორთულია. „ინფო რუსთავი“ უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, ზაზა კუპატაძის თქმით, აღნიშნულ მისამართზე ელექტრო ენერგიის ავტომატური ჩამრთველია დაზიანებული და სისტემის შეკეთებას ხვალიდან გეგმავენ.