პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა უკანონო მიშენებების საკუთრებაში რეგისტრაცია ნებადართული გახდეს. კერძოდ, საუბარია იმ მიშენებებზე, რომლებიც 2007-დან 2015 წლამდეა განხორციელებული. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული მიშენებების მეპატრონეები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, ფართების დაკანონებისთვის კი შესაბამისი პროცედურის გავლა მოუწევთ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა მიშენების კონსტრუქციული მდგრადობის დამადასტურებელი დასკვნის წარდგენა.