კომპანია "ენერგო პრო"-ს განცხადება - 15 ნოემბერს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 40 788 აბონენტს რუსთავში. კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქი რუსთავის მარჯვენა სანაპიროს მთლიანად, მარცხენა სანაპიროს შემდეგ ქუჩებს: იოსებიძის ქუჩას, მშენებელთა ქუჩის 16, 18, 22, 24, 26, 15, 17, 19-27 ნომრებს, ფიროსმანის ქუჩის 9, 9ა, 11, 13, 17, 19, 4, 6, 8, 10, 16 ნომრებს, ბოსტანქალაქის ქუჩის 26 ნომერს, გოგებაშვილის ქუჩის 2, 6, 8, 3, 5, 7, 9 ნომრებს, წერეთლის ქუჩის 2, 4, 6, 8, 10 ნომრებს, წმ. ნინოს ქუჩის 2 და 4 ნომრებს, პირველი მაისის ქუჩის 15 და17 ნომრებს, ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, სამშობიაროს, სამხარეო პოლიციასა და პროკურატურას, საპატრულო პოლიციას, დაცვის პოლიციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენა ჩვეულ რეჟიმში.