ქუთაისში, სადაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რაგბის სტადიონზე აღმართულ საქართველოს დროშას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ფოტოდან ჩანს, სტადიონზე აღმართულ დროშებს შორის საქართველოს დროშა ყველაზე მციზე ზომისაა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ, შემდეგნაირად არის განსაზღვრული "საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს მასზე მცირე ზომის."
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ქუთაისის გარდა, თბილისშიც ტარდება.