რუსთავში ელექტროსკუტერები გატეხეს.
ფაქტის ამსახველი ფოტო ერთერთმა მოქალაქემ "ინფო რუსთავს" მიაწოდა.
ამ დროისთვის უცნობია რა ვითარებაში მოხდა "სქროლის" დაზიანება.
ფოტო კოსტავას გამზირზეა გადაღებული, თუმცა ელექტროსკუტერის დაზიანება მოხდა მეგობრობის გამზირზეც.
შეგახსენებთ რომ "აჭარა ჯგუფმა" ელექტროსკუტერები რუსთავში ზუსტად 2 კვირის წინ, 20 სექტემბერს შემოიტანა.