რუსთავში სქროლები შემოდის

2020-09-19 22:20:55

რუსთავში სქროლები შემოდის.

საზოგადოება "რუსთაველები"-ს ახალი ინიციატივა - ალტერნატიული ეკო-ტრანსპორტი. მანქანით მგზავრობის ჩანაცვლება ეკო-მეგობრული ტრანსპორტით. ქალაქის განტვირთვა საცობებისგან და ეკოლოგიური პრობლემებისგან.

აღნიშნულ ინფორმაცია "რუსთაველები"-ს ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

"ინფო რუსთავი" ეცადა დამატებითი დეტალები გაერკვია.

პირველადი ინფორმაციით, ქალაქში 100-მდე სქროლი შემოვა, მათი განთავსება კი თავდაპირველად ცენტრალურ ქუჩებზე, პარკებსა და სკვერებში მოხდება, შემდეგ კი მთელ ქალაქს მოიცავს.

რუსთავში სქროლების შემოყვანას აჭარა ჯგუფი განახორცეიელბს, პრეზენტაცია კი ხვალ, 20 სექტემბერს იგეგმება, სადაც ყველა დეტალი ცნობილი გახდება.