სარეაბილიტაციო სამუშაოები "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში" [photo]

2020-10-02 17:29:04

რუსთავში, "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში", სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად განახლდა საკალათბურთო დარბაზში არსებული მოუწესრიგებელი იატაკი.

ამასთან, კალათბურთის დარბაზში შეიცვალა მწყობრიდან გამოსული მთავარი და ფარებთან არსებული ტაბლოები.

შეგახსენებთ, სექტემბრის თვის დასაწყისში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში" იმყოფებოდა და სპორტულ სივრცეში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო.

ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულებით, ძირითადი პრობლემების მოგვარება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის კუთხით, უახლოეს მომავალში იგეგმებოდა.