"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავში, "ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში" იმყოფებოდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სპორტკომპლექსში არსებული სიტუაცია პირადად მოინახულა და სპორტული სივრცის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. [ვიდეო/video]
საკალათბურთო დარბაზში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ლაცაბიძემ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღო და ხელმძღვანელ პირებთან მათი მოგვარების გზებზეც ისაუბრა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან, რომლის მოგვარებაც, ბიზნეს სექტორის ჩართულობით, უახლოეს მომავალში იგეგმება.