შვეიცარიაში, მოქალაქეს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ლაიქის გამო განაჩენი გამოუტანეს. სასამართლომ 45 წლის კაცი დამნაშავედ სცნო და ჯარიმის სახით 4 ათასი ფრანკის გადახდა დააკისრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა, 2015 წელს "დაალაიქა" აქტივისტების კომენტარები, რომლებიც ცხოველების დამცველი ასოციაციის ხელმძღვანელ ერვინ კასლერს რასიზმსა და ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ.
საპასუხოდ, კასლერმა უჩივლა ყველა კომენატატორს და ასევე მათ "დამლაიქებლებს", რადგან მისი თქმით "ლაიქით" ადამიანის კომენტარი უფრო დასანახი ხდება. მისი თქმით, "ლაიქი" ნიშნავს თანხმობას, რაც იმას ნიშნავდა, რომ “დამლაიქებლები“, კასლერის მიმართ ბრალდებებს მხარს უჭერდნენ.