მაგთის სერვისი რუსთავში შეზღუდულია

2017-05-31 10:47:41

კომპანია მაგთიკომის სერვისები რუსთაველების ნაწილისთვის შეზღუდულია. დილიდან გათიშულია ოპტიკური ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია, სამუშაოების კომპნიაში აღნიშნავენ რომ არის ტექნიკური პრობლემები, დაზიანების ადგილზე გასულია სამუშაო ჯგუფი და მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. თუ როდის აღუდგება მომხმარებლებს ინტერნეტი ჯერ ცნობილი არ არის, კომპანიაში ზუსტ დროს ვერ ასახელებენ - "ეს რა თქმა უნდა თვეები ვერ გაგრძელდება, ალბათ რამდენიმე საათში აღდგება მომსახურება".