ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტს გამართავს

2017-05-30 18:32:02

საქართველოში ელტონ ჯონი კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ბრიტანელი მომღერლი ქართველი მსმენლის წინაშე Black Sea Arena-ზე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს  წარსდგება. 

შეგახსენებთ ელტონ ჯონის  ჩამოყვანას საქართველოში ერთი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ მომღერალი საკმაოდ დიდ ჰონორარს ითხოვდა.