რუსთავში, პირამიდის შენობა, რომელიც რამდენიმე წელია უფუნქციოდაა დარჩენილი, შესაძლოა გასხვისდეს. ადგილობრივი თვითმმართველობა ობიექტს აუქციონზე გასატანად ამზადებს.
პირამიდის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ პირამიდის გასხვისების თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ინფო რუსთავმა გაავრცელა, სადაც საუბარი იყო რომ ობიექტით ცნობილი ბიზნესმენი თემურ უგულავა დაინტერესდა. საინფორმაციო სააგენტომ ფაქტის ამსახველი ფოტო მასალაც გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ ათვალიერებს ბიზნესმები პირამიდას.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, შესაძლოა ბიზნესმენმა რუსთავის პირამიდა მრავალწლიანი იჯარით აიღოს და იქ ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცე მოაწყოს.