ცნობილი ბიზნესმენი რუსთავში [photo]

2020-09-02 00:48:39

ცნობილი ბიზნესმენი თემურ უგულავა რუსთავში იმყოფებოდა.

"ინფო რუსთავს" მიაწოდეს ფოტო მასალა სადაც ჩანს რომ ბიზნესმენი პირამიდას შენობას ათვალიერებს რის შემდეგაც ის ქალაქის ცენტრალურ პარკში შედის.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია რომ თემურ უგულავა რუსთავში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. "ფაბრიკა"-ს, "სტამბა"-ს "რუმსი"-ს და კიდევ სხვა პოპულარული კომპანიების დამფუძნებელმა შესაძლოა რუსთავის პირამიდა მრავალწლიანი იჯარით აიღოს და იქ ახალგაზრდებისთვის გასართობი სივრცე მოაწყოს.

საუბარია პარკში განსახორციელებელ ინვესტიციაზეც, სადაც ასევე შესაძლოა მოეწყოს სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

"ინფო რუსთავი" ცდილობს დაუკავშირდეს "აჭარა ჯგუფს" და აღნიშნულზე საკითხზე ინფორმაცია ოფიციალურურად მოიპოვოს.