ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"დღეს დაგვემატა 152 ახალი შემთხვევა. აქედან, 90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 არის "ენგურჰესის" კლასტერი, 17 დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა. გამოჯანმრთელებულები არიან მხოლოდ ექვსნი. კოვიდცენტრებში და სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.