მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს

2020-09-02 12:55:14

საქართველოს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეს.

მთავრობამ მოქალაქეებს საგანგებო მესიჯი გაუგზავნა სადაც ვკითხულობთ:

"თუ 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდით ბათუმის კაფე/საკონდიტრო "დონაში", 30-31 აგვისტოს კი სასტუმრო "ოაზისში" ან 29 აგვისტოს ქორწილში რესტორან "მრავალჟამიერში", გთხოვთ, ჩაიტაროთ COVID-19-ზე უფასო PCR ტესტირება უახლოეს სადიაგნოსტიკო ცენტრში. ცენტრის მისამართები იხილეთ ბმულზე, ან დარეკეთ 112-ზე; 15 05-ზე, 116 001-ზე StopCov.ge"- ნათქვამია განცხადებაში.