დაკარგული დები იპოვეს

2020-09-08 16:42:55

კახეთში გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი და პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნები თელავიდან თბილისის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც მათი პოვნა პოლიციამ მოახერხა. გოგონები თავს კარგად გრძნობენ.

სამართალდამცავები არასრულწლოვნებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ორი არასრულწლოვნის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.