ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. განცხადება ამის შესახებ ენმ-ს ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.
"მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ მინისტრობაზე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.