"რუსთავი" VS "მარკ სტარსი"

2016-11-13 17:38:20

დღეს რუსთავის ფოლადის სტადიონზე პირველი ლიგის მე-15 ტური გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და თბილისის "მარკ სტარსი" დაუპირისპირდნენ. რუსთაველებმა თამაშის მიმდინარეობისას 4 გოლის გატანა ციცვიძის, გიგაურისა და ჩიმაკაძის ავტორობით მოახერხეს. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 4:2 "რუსთავის" სასარგებლოდ დასრულდა.